ეკონომიკა
22/08/2022

თიბისი კაპიტალი: მიმდინარე კურსი ლარის შედარებით ნაკლებ გამყარებაზე მიუთითებს

თიბისი კაპიტალი ლარის მნიშვნელოვან გამყარებას არ ელის. ამავდროულად საინვესტიციო ბანკის მთავარი ეკონომისტი ინფლაციის შენელებას ვარაუდობს.

"მიუხედავად იმისა, რომ ივლისში იმპორტიც ძლიერი იყო, საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების წმინდა შემოდებამ, სეზონური ფაქტორის გამორიცხვითაც კი, დადებითი მაჩვენებელი შეადგინა. ჩვენი მოლოდინია, რომ შემოდინებები კვლავ ძლიერი დარჩება და, შესაბამისად, წინა კვირაში, სებ-ის მიერ 20 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვას, უფრო ბაზრის სენტიმენტების განეიტრალების ნაბიჯად აღვიქვამთ, ვიდრე ვალუტის შესყიდვების დინამიკის შემობრუნებად. უფრო მეტიც, ლარის საშუალო (რეალური ეფექტური) კურსის კუთხით, საქართველოსა და ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მწარმოებელთა ფასების ინდექსის განახლებული მონაცემები და ლარის მიმდინარე კურსი ბოლო პერიოდში ლარის შედარებით ნაკლებ გამყარებაზე მიუთითებს, ვიდრე ეს უფრო ადრინდელ მაჩვენებლებში ფიქსირდებოდა. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი შეფასებით, ინფლაციის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც ცალკე აღებული ფაქტორი, ლარის კურსის პროგნოზის კუთხით ნეგატიურია", - ნათქვამია თიბისი კაპიტალის მტავარი ეკონომისტის მიმოხილვაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023