ეკონომიკა
26/12/2022

თიბისი კაპიტალი: ლარის განაკვეთები პიკზეა და შემცირება მარტშია მოსალოდნელი

თიბისი კაპიტალი ლარის განაკვეთების შემცირებას ელის. საინვესტიციო ბანკის მთავარი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ლარის განაკვეთები მიმდინარე პერიოდის პიკზეა და შემცირება უკვე მომდევნო თვეებში, სულ მცირე მარტშია მოსალოდნელი. 

მიუხედავად იმისა, რომ სებ-მა გასულ კვირას მონერატული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა, ოთარ ნადარაიასთვის განაკვეთების შემცირების მოლოდინს ქმნის შედარებით შერბილებული კომუნიკაციის ტონი.

"ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ლარის შემოსავლიანობის მრუდი ბოლო პერიოდში კიდევ უფრო შებრუნებულია, ანუ განსაკუთრებით 2 წლიან პერიოდში, რაც უფრო მეტია ვადიანობა, მით უფრო ნაკლებია საპროცენტო განაკვეთი. ეს ბაზრის მონაწილეთა მხრიდან ლარის განაკვეთების შემცირების გაზრდილ მოლოდინებზე მიუთითებს", - განმარტავს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი. 

ამავდროულად თიბისი კაპიტალი ინფლაციის მაჩვენებლის შენელებასაც ელის.

"ექსპორტისა და იმპორტის შემთხვევაში, დეფლაციური დინამიკა უკვე მეორე თვეა რაც ფიქსირდება. ამასთან, სამომხმარებლო კალათაში იმპორტული კატეგორიების ფასებზე სრული ასახვა, ჯერ კიდევ მოსალოდნელია. ადგილობრივი ინფლაციის კუთხით, მოდერაცია კვლავ უფრო მეტი დროითი ჩამორჩენითაა რეალისტური. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ნოემბრის რეალური ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, ოქტომბრის მსგავსად, კვლავ ნეგატიურია, რაც ეკონომიკის ზრდის დანორმალიზების დამატებითი არგუმენტია. 

თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი პროგნოზირების მოდელის მიხედვით, დეკემბერში, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, მცირე, მაგრამ ყოველთვიური დეფლაციაა მოსალოდნელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ პროგნოზი ნოემბერშიც ანალოგიური იყო, მაგრამ ფაქტობრივი მაჩვენებელი შედარებით უფრო მაღალი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ყოველთვიური ინფლაციის დინამიკა მაინც მნიშვნელოვან დასტაბილურებას აჩვენებს, რაც ეტაპობრივად წლიურ ინფლაციაშიც აისახება", - ნათქვამია კვლევაში. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023