ეკონომიკა
20/06/2022

თიბისი კაპიტალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს

თიბისი კაპიტალი განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დამატებით აუმჯობესებს 2022 წლის ეკონომიკის აქტივობის მოლოდინებს და საბაზო სცენარი 8%-ზე მნიშვნელოვნად მეტ ზრდას შეადგენს.

როგორც საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, მაისის ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლები, რუსეთიდან შემოდინებების მხრივ შესწორების შემდეგაც ძალზედ ძლიერი იყო და შეიძლება ითქვას, რომ  მათ მოლოდინებს მცირედით, თუმა მაინც აჭარბებდა.

ასევე მცირედით გაუმჯობესებულია ლარის კურსთან დაკავშირებული მოლოდინები. თიბისი კაპიტალის მოდელის მიხედვით, წლის ბოლოსათვის ლარის საორიენტაციო კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.80-ს, ხოლო ევროსთან მიმართებაში დაახლოებით 3.06-ს შეადგენს.

პუბლიკაციაში მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ მაისის საკრედიტო აქტივობა ასევე ძლიერი იყო. ვალუტების მხრივ, ლარის სესხები უფრო მეტად გაიზარდა. ასევე, პირველი კვარტალის მონაცემებით, საშუალო ხელფასი 15.1%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გამომწვევ ფაქტორებს შორის, თავისთავად, ძირითადი კვლავ საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტებზე ფასების მატებაა.

„ამდენად, ამ და წინა ორშაბათს გამოქვეყნებულ მომოხილვაში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, ჩვენი შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება მოსალოდნელი არ არის. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა დედოლარიზაციის ღონისძიებების დამატებით გამკაცრება“–ამბობს ეკონომისტი.

ამ მხრივ არგუმენტებია, რომ საპროცენტო განაკვეთებს შორის ისტორიულად მაღალი განსხვავების მიუხედავად, საკრედიტო აქტივობაში მაინც ლარის სესხები ჭარბობს. მეორე მხრივ კი, სამომავლოდ აღნიშნული განსხვავების მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთან, დეპოზიტების მკვეთრი ლარიზაციის გარეშე, სესხების ლარიზაცია ლარის კურსის მხრივ კვლავ რისკ შეიცავს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023