ეკონომიკა
09/03/2021

თიბისი 2021 წელს 6%-იან ინფლაციას ელის

თიბისი კაპიტალი 2021 წლისთვის ინფლაციის პროგნოზს ინარჩუნებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში წლიური ინფლაცია დაახლოებით 6% იქნება.

2021 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაცია დაჩქარდა და ამ 3.6% შეადგინა, იანვარში კი მაჩვენებელი 2.8% იყო.

როგორც თიბისი კაპიტალში განმარტავენ, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებს გამორიცხავს, 6.6%-მდე გაიზარდა (იანვარში - წ/წ 5.8%). ერთი მხრივ, სურსათმა და სასმელებმა (წ/წ +6.2%) წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კვლავ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ასევე, სასაქონლო ჯგუფებიდან ფასების მაღალი ზრდა ჯანდაცვაზე (წ/წ +9.8%), ავეჯსა & საყოფაცხოვრებო ნივთებზე (+12.3% წ/წ), და ალკოჰოლსა & თამბაქოზე (წ/წ +8.1%) დაფიქსირდა. დამატებით, დასვენებისა და გართობის ჯგუფმა, იანვრის თვესთან შედარებით, ფასების მაღალი ზრდის ტემპი გამოავლინა (წ/წ +3.5%). ასევე გაიზარდა ფასები ტრანსპორტის ჯგუფზე (წ/წ +2.3%). მეორე მხრივ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან ერთად, წლიურ ინფლაციაზე კლების მიმართულებით
მნიშვნელოვნად იმოქმედა წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფმა (წ/წ -21.2%).

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023