ეკონომიკა
02/03/2023

თებერვალში ინფლაცია 8.1%-მდე შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას,აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურებაზე (1.3 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.5 პროცენტით, რაც -0.19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.7 პროცენტი). ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის
ქვეჯგუფზე (-2.3 პროცენტი).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023