ეკონომიკა
24/10/2023

"თბილისის სილქ როუდ ფორუმი" მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, მოსამზადებელი სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა - არველაძე

„თბილისის სილქ როუდ ფორუმის“ მოსამზადებელი სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა, ღონისძიება მაღალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, - ამ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და ფორუმის საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელი გენადი არველაძე ავრცელებს.
 
ფორუმი წელს უკვე მეოთხედ იმართება და მან ტრადიციული სახე მიიღო, ის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა ქვეყნებს, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დიალოგისთვის. წელს „სილქ როუდ ფორუმს“ და მის 2000-ზე მეტ სტუმარს 60-მდე ქვეყნიდან თბილისი 26-27 ოქტომბერს უმასპინძლებს. როგორც გენადი არველაძე აღნიშნავს, წლევანდელი ღონისძიება უპრეცედენტოა არამარტო მონაწილეთა რაოდენობის, არამედ მაღალი წარმომადგენლობითი დონის თვალსაზრისით. 
 
„ფორუმზე ძალიან ბევრი მაღალი დონის სტუმარი გვეყოლება - პრემიერ-მინისტრები რეგიონიდან, ასევე მინისტრები, სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების, ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორი - ამ მხრივ უპრეცედენტო დაინტერესება და მონაწილეობაა, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს მიმართ ინვესტორთა ინტერესს. ამასთან,  საქართველო რეგიონულ ჰაბად ყალიბდება  და ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის როლი სულ უფრო იზრდება“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
 
წელს „სილქ როუდ ფორუმის“ მთავარი თემა „დაკავშირებადობაა“. გენადი არველაძის თქმით,   მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა გამოყენებულია რეგიონის, ასევე ევროპისა და აზიის, სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ. წელს ფორუმზე 10 პანელური სესიის მიმდინარეობისას დისკუსია წარიმართება ისეთი საკვანძო დარგების და საკითხების გარშემო, როგორიცაა - ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ფინანსური ტექნოლოგიები და ა.შ.  
 
„ეს ის საკითხებია, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას, რაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“, - აღნიშნავს გენადი არველაძე.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023