ეკონომიკა
01/02/2023

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება

აეროპორტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეჯერებული იყოს ყველა ხედვა, ყველა აზრი და ყველა ის მოთხოვნა, რაც დღეს აქვს სახელმწიფოს აეროპორტებთან მიმართებაში, იყოს შესრულებული, აეროპორტი იყოს უფრო მეტად განვითარებული, - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ის გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთი წამყვანი საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანია ADP Ingénierie (ADPI) ოქტომბრიდან მუშაობს და პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება.

„ამ ეტაპზე ჩვენ გავდივართ საქართველოს მთავრობასთან ყველა იმ დეტალს, რაც აეროპორტს რეალურად სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტის განვითარებისთვის, რომ შეჯერებული იყოს ყველა ხედვა, ყველა აზრი და ყველა ის მოთხოვნა, რაც დღეს აქვს სახელმწიფოს აეროპორტებთან მიმართებაში, იყოს შესრულებული, აეროპორტი იყოს უფრო მეტად განვითარებული. 18 წელია, TAV Georgia მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს და ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი წარმატება გვქონდა, მაგრამ უკეთესი იქნება განახლებული აეროპორტები საქართველოში და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. განახლებაში მოიაზრება ყველა მიმართულება.

განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას. ხედავთ, რომ ტერმინალი უკვე მოძველებულია, თითქმის 18 წლის შენობაა, პატარაა, სივრცე საკმარისი აღარ არის, ამიტომ იგეგმება ახალი ტერმინალის მშენებლობა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კატეგორიის შეცვლა, სამუშაოები აეროდრომზე, საჰაერო ხომალდების სადგომების დამატება, ძალიან მასშტაბური სამუშაოები იგეგმება, რისთვისაც დიდი ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

TAV Georgia-ის გენერალურმა მენეჯერმა ინვესტიციის მოცულობა არ დააკონკრეტა. მისი თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და დამატებითი დეტალები მარტის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023