ეკონომიკა
24/03/2021

თბილისის მერიის მიერ დაბრუნებულ ე.წ. სამგორის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, ე.წ. სამგორის პარკის ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას პარკის რეაბილიტაციის პროექტის დროულად მომზადება და სამუშაოების უმოკლეს ვადაში დაწყება დაავალა.  

„იცით, ჩვენი დამოკიდებულება ეკოლოგიური სივრცეების მიმართ, თუ რამდენად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ამ მიმართულებით, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით და არც უნდა გავჩერდეთ. ჯერ კიდევ არაერთი სივრცეა ქალაქში, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება, განახლება, რეაბილიტაცია. რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში პარკის განახლების სამუშაოები და წლის ბოლოსთვის მოსახლეობას ექნება კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე. ახლა კი მე მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება. ეს პარკი გაუბედურებულ მდგომარეობაშია. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და არსებული მდგომარეობა არაა სახარბიელო. ამიტომ, მინდა ანდრია ბასილაიას დავავალო, ძალიან სწრაფად დავიწყოთ პროექტის მომზადება. ეს სივრცე 3 ჰა ფართობზეა გადაჭიმული. პროექტი ძალიან მაღალი სტანდარტებით უნდა მომზადდეს. პროექტის შემდეგ, უშუალოდ სამუშაოებზე გადავალთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამგორის პარკის ტერიტორია წლების განმავლობაში, იჯარით იყო გაცემული, დედაქალაქის მერიამ კი აღნიშნული ტერიტორია პარკის რეაბილიტაციის მიზნით დაიბრუნა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023