ეკონომიკა
13/06/2022

TBC Capital-მა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 8%-მდე გაზარდა

TBC Capital-მა მაკრო მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელიც თითქმის 8%-იანი ზრდის სცენარს ითვალისწინებს.

საინვესტიციო ბანკმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად, 5.5%-ზე მეტიდან, თითქმის 8%-მდე გაზარდა.

ანგარიშის მიხედვით, ზრდის ფაქტორების მხრივ, მომატებულია ტურიზმის, გზავნილების, დაკრედიტების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და იმპორტის მოლოდინები.

ექსპორტის მხრივ კი, წინა შეფასებასთან შედარებით, მხოლოდ მცირედი გაუმჯობესებაა. ამასთან, ბიუჯეტის დეფიციტი უფრო ნაკლებ ნიშნულზეა.

ამავდროულად, TBC Capital–ი მიიჩნევს, რომ ინფლაციის მიმართულება კვლავ პრობლემურია. საკუთრივ, წლის ბოლოსათვის წინა, 9.5%-იანი პროგნოზი მხოლოდ მცირედით, თუმცა მაინც გაზრდილია. თუმცა, იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში ლარი დამატებით გამყარდება.

"თავის მხრივ, სავალუტო შემოდინებები ისედაც ძლიერია და დამატებითი გამკაცრების გარეშეც ლარის გამყარება ვფიქრობთ რომ სწორედ საბაზო სცენარია. ლარის საშუალო კურსის კუთხით, ჩვენი აზრით, სადღეისოდ გარკვეული ზედმეტად გამყარების ნიშნები აღარ იკვეთება.

ამავდროულად, კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების გარეშე, რაც როგორც ჩანს უფრო სამომავლო პერსპექტივაა, ლარის დოლართან მკვეთრი გამყარების ალბათობა ახლო პერსპექტივაში შედარებით ნაკლებია."–ნათქვამია ანგარიშში.

პუბლიკაციის მიხედვით, რუსეთზე დამატებითმა სანქციამ ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია, თუმცა, ბანკის მოლოდინით, პერსპექტივა საკმაოდ ზომიერია, გლობალური ზრდის შენელების მაღალი ალბათობის და/ან რუსეთის უნარის გამო, ნავთობის ექსპორტის გადამისამართება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023