ეკონომიკა
15/08/2022

TBC Capital: ლარის სეზონური მერყეობა ნაკლებად მოსალოდნელია

TBC Capital-მა მთავარი ეკონომისტის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად ლარის კურსს და მის გარშემო არსბულ ფაქტორებს ეხება.

საინვესტიციო ბანკის მოლოდინების შესაბამისად, ლარის გამყარება წინა კვირაშიც გაგრძელდა, ამჯერად სებ-ის მიერ კიდევ უფრო მასშტაბური ინტერვენციებითაც კი.

"1-12 აგვისტოს პერიოდში, სავალუტო აუქციონზე $70 მლნ–ის შესყიდვა განხორციელდა. ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, ივლისში, აუქციონის გარეშე, დოლარის ყიდვამ 110 მილიონი შეადგინა. თავისთავად, მინიმუმ არ გამოვრიცხავთ, რომ აუქციონის გარეშე ინტერვენციებს აგვისტოშიც ჰქონდა ადგილი და შესაბამისად, ინტერვენციების მოცულობა $70 მლნ–ზე მეტიც შეიძლება ყოფილიყო."– აღნიშნავს მთავარი ეკონომისტი.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში განხორციელებული ინტერვენციისაგან განსხვავებით, ამჯერად ბაზრის ნეგატიური რეაქცია არ აღინიშნებოდა, თუმცა მხოლოდ კვირის ბოლომდე, როდესაც ლარმა პოზიციები დათმო და პარასკევის დღის ბოლოსათვის ბლუმბერგის მიხედვით აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსი 2.77-ით განისაზღვრა.

TBC Capital–ის გაცვლითი კურსის პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, წმიდა შემოდინებები კვლავ ძლიერი იქნება, ლარის საშუალო კურსის მხრივ შეფასება დიდწილად ნეიტრალურია, ხოლო ინფლაციის კუთხით პროგნოზი ნეგატიურია, რადგანაც ბანკის შეფასებით, უკვე აგვისტოში, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებითაც კი, წინა თვესთან მიმართებაში დეფლაცია უნდა დაფიქსირდეს.

ამავდროულად, ასევე გასათვალისწინებელია ლარის კურსის სეზონურობაც.

"ცალსახაა, რომ ვალუტის წმინდა შემოდინების კუთხით, სეზონურობის არგუმენტები არსებობს, მაგრამ თუ ბაზრის მონაწილეები ამის შესახებ ინფორმირებულები არიან, რაც ჩვენი აზრით დიდწილად სწორედ ასეა, ლარის სეზონურ მერყეობას სულ მცირე ნაკლებად ექნება ადგილი. მართლაც, არაა გამორიცხული, რომ „პარასკევის ავარდნა“, გარდა ლარის გარკვეულწილად ზედმეტად გამყარების აღქმისა, რასაც სებ-ის ინტერვენციებიც განაპირობებს, მე-4 კვარტალში სეზონური გაუფასურების მოლოდინმაც გამოიწვია. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კურსის სეზონურობა მის მიმდინარე დინამიკაში უკვე რამდენადმე მაინც გათვალისწინებულია."–ნათქვამია ანგარიშში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023