ეკონომიკა
05/09/2022

TBC Capital: ფასების ზრდის ტალღის შემდეგ, აგვისტოში, პირველად ნულოვანი ინფლაცია დაფიქსირდა

ივლისში ეკონომიკის ზრდამ 9.7% შეადგინა, რაც შესაბამისობაშია სრული 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის 10%-ზე მეტი მაჩვენებლის მოლოდინთან.

ამასთან, სავალუტო შემოდინებები ძლიერია, ფისკალური სტიმული კი, ივლისში შედარებით გააქტიურების ფონზე, ჯამურად მნიშვნელოვნად უარყოფითია. საბანკო დაკრედიტების კუთხით, ივლისი სუსტი იყო, თუმცა გასათვალისწინებელია კორპორატიულ სეგმენტში დავალიანების წინმსწრებად დაფარვის ზეგავლენა.

TBC Capital-ის მოლოდინების შესაბამისად, წლიური ინფლაცია 11.5%-დან, 10.9%-მდე შემცირდა. საივესტიციო ბანკის მთავარი ეკონომისტი განახლებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ივლისისაგან განსხვავებით, ფასების წლიური ზრდის ტემპის შენელება წინა წლის საბაზო ეფექტით არ იყო გამოწვეული. არამედ, უკვე აგვისტოში ივლისთან შედარებით პრაქტიკულად ნულოვანი ინფლაცია დაფიქსირდა.

რაც შეეხება მოლოდინებს, მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ აქვს. საკუთრივ, წლის ბოლოს, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია დაახლოებით 7.4%-ით ან, TBC Capital-ის აზრით, შესაძლოა უფრო ნაკლები მაჩვენებლითაც კი განისაზღვროს. ეს, აგვისტო-დეკემბრის პერიოდში, ფასების სეზონური მატების გამორიცხვით, დეფლაციას გულისხმობს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დინამიკის ცვლილება ჯერჯერობით უფრო იმპორტული პროდუქციის ფასების შემცირებით არის გამოწვეული, რადგანაც გაანგარიშებულ ადგილობრივ ინფლაციას შედარებით განსხვავებული დინამიკა აქვს. თუმცა, როგორც ეს თიბისი კაპიტალის ეკონომიკის შესაძლო გადახურების თემაზე თემატურ პუბლიკაციაშია აღნიშნული, მთავარი ეკონომისტი არ თვლის, რომ ჯამური ინფლაციის მოსალოდნელი შემცირების ფონზე, სამომხმარებლო კალათის გარკვეული, მნიშვნელოვანი ნაწილის ფასების ცვლილება არსებითად განსხვავებული იქნება.   

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023