ეკონომიკა
04/04/2022

TBC Capital: ეკონომიკა 4%-ზე მეტად გაიზრდება

TBC Capital-ი წელს 4%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრად ელის. მოლოდინს, საინვესტიციო ბანკის შეფასებით, იანვარ-თებერვლის მაღალი, 16%-იანი ამყარებს. 

"მაშინ, როდესაც ჯერჯერობით განახლებულ სცენარებზე მუშაობა არ დაგვისრულებია, აღნიშნული და უახლესი ინდიკატორები, როგორიცაა ტურიზმისა და გზავნილების და ასევე სხვა მაჩვენებლების დინამიკა მიუთითებს, რომ წლევანდელი მოლოდინი ჩვენს ადრინდელ 3.5-4.0%-იან დიაპაზონს მნიშვნელოვნად აღემატება"–ნათქვამია TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტის განახლებაში.  

უფრო მეტიც, ანგარიშში ნათქვამია, რომ საგარეო ბალანსის გაუარესების შესახებ გავრცელებული ლოგიკური აზრის საპირისპიროდ, ექსპორტისა და იმპორტის ფასების წინასწარი ანალიზით სავაჭრო ბალანსისა და დამატებით ტურიზმის აღდგენის შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდეს. 

ასეთ შემთხვევაში, ომამდე არსებული დინამიკა, როდესაც წინა წლის მეოთხე კვარტალში საქონლით ვაჭრობის, წმინდა ტურიზმისა და გზავნილების ბალანსმა, პირველად პანდემიის დაწყების შემდეგ დადებით მაჩვენებელს მიაღწია, შესაძლოა გაუმჯობესდეს კიდეც.

TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში იანვარ-თებერვლის ეკონომიკის ზრდის 16.3%- იანი მაჩვენებელი, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს.  

ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც როგორც ჩანს, ომამდე არსებული საბაზო სცენარი, სხვა პროგნოზებთან შედარებით, თიბისი კაპიტალის უფრო მეტად ოპტიმისტურ - 6%-იან ზრდაზე მაღალი იყო.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში ეკონომიკა 14.6%-ით გაიზარდა, იანვარ-თებერვალში კი ზრდამ 16.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში ეკონომიკა 18%-ით გაიზარდა.

ომის ფონზე, განსხვავებული პროგნოზები აქვთ ფინანსურ ინსტიტუტებს. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ომის და სანქციების უარყოფით გადმოცემას საქართველოს ეკონომიკაზეც ელის, 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3%-მდე ამცირებს და აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი ინფლაცია მცირდება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ღრმავდება. საქართველოს ეროვნული ბანკი კი 3%-დან 4%-მდე ზრდას ვარაუდობს.

გალტ & თაგგარტი ფიქრობს, რომ მიგრანტთა ნაკადების შემოდინება და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე განაპირობებს 4.5%-იან ზრდას. ხოლო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მოლოდინი უფრო უიმედოა. წელს საქართველოს ეკონომიკის მხოლოდ 2%-ით ზრდას ვარაუდობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023