ეკონომიკა
14/06/2022

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე ცვლილებების შეტანა იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მე-12 მინისტერიალში მონაწილეობს, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა ტუზჯუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება და ამ ფონზე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა 15 პროცენტიანი წილით - 2022 წლის იანვარი - აპრილის პერიოდში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28 პროცენტით, საქართველოს ექსპორტი 23 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ქვეყნებს შორის როგორც ვაჭრობის, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება მოლაპარაკებები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე.

„თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ შევთანხმდით, უახლოეს მომავალში შევძლებთ, ხელი მოვაწეროთ ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, რაც ორი ქვეყნის ბიზნესებს ერთმანეთის ბაზრებზე საკუთარი სერვისების გაყიდვას გაუმარტივებს. ეს გაზრდის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას და თანაბრად მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისათვის,“ - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მე-12 მინისტერიალს ესწრება, რომლის ფარგლებშიც საქართველო ოფიციალურად უკვე მიუერთდა მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების მომსახურებით ვაჭრობის რეგულირების ინიციატივას. აგრეთვე დაგეგმილია მისი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023