ეკონომიკა
30/06/2021

სურსათის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება, გაუფასურებული კურსი - ინფლაციის მიზეზები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბლოგ-პოსტზე დაყრდნობით, სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ინფლაციის მიზეზებს ასახელებს. 
 
მისი თქმით, განვითარებადი ქვეყნები სურსათის ფასების მიმდინარე შოკთან მიმართებაში განვითარებულ ქვეყნებზე უფრო მოწყვლადები არიან, რასაც, კორონავირუსთან დაკავშირებულ სიძნელეებთან ერთად, შემდეგ ფაქტორებთანაც აკავშირებენ:
 
სურსათის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება და სამომხმარებლო კალათაში სურსათის მაღალი წილი (აღნიშნული საქართველოშიც საკმაოდ მაღალია და 29%-ს შეადგენს).
 
პანდემიის ფონზე, საგარეო შემოდინებების შემცირების შედეგად, აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებული გაცვლითი კურსი.
 
“სურსათის ფასების ზრდის შოკის ანალიზისას, ავტორები 4 მნიშვნელოვან მიგნებას ასახელებენ:
 
ფასების მკვეთრი ზრდა ჯერ კიდევ პანდემიის წინ დაიწყო - ამის ერთ-ერთ მიზეზად 2019 წელს ჩინეთში ხორცეულის ფასის რეკორდულად ზრდა და აშშ-ჩინეთის სავაჭრო დავა სახელდება. შედეგად, უკვე 2019 წლიდან მოყოლებული, სურსათის ინფლაცია მაღალია.
 
პანდემიის საწყის ეტაპზე მიწოდების ჯაჭვების რღვევა, მომხმარებლების მიერ მარაგების აკუმულირება და მკვეთრად გააქტიურებული საცალო ვაჭრობის მიმართულება - ეს ის ფაქტორებია, რომლებმაც გაზარდეს უშუალოდ დახლზე არსებული პროდუქტების ფასი.
 
საერთაშორისო გადაზიდვებისა და დისტრიბუციის გაზრდილი ხარჯი. ამასთან, ნავთობის ფასების ზრდისა და დისტრიბუციისთვის საჭირო პერსონალის ნაკლებობამ ტრანსპორტირების დანახარჯები კიდევ უფრო გაზარდა.
 
სურსათის მწარმოებელთა ფასების რეალური ინდექსები პიკურ მაჩვენებლებს აღწევს - ინდექსების ამგვარი ზრდა ძლიერ მოთხოვნასა და ექსპორტიორ ქვეყნებში ცუდ კლიმატურ პირობებთან ასოცირდება“,- წერს სოციალურ ქსელში კობა გვენეტაძე. 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023