ეკონომიკა
19/09/2022

სსფ: სებ-მა ცენტრალური ბანკებისთვის სტანდარტული მეთოდებით, სავალუტო ინტერვენციებით, შეავსო რეზერვები

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება ქვეყნის ხელისუფლების ერთგულებას გაცვლითი კურსის მოქნილობისადმი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შოკების შთანთქმის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა, - ამის შესახებ ნათქვამია ფონდის პრესრელიზში, რომელიც ვიზიტის დასასრულს მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა.

მისია აღნიშნავს, რომ სავალუტო ბუფერების შევსება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და, საგარეო წყაროებიდან მოსალოდნელზე მაღალი შემოდინებების პირობებში, ეროვნულმა ბანკმა, ცენტრალური ბანკებისთვის სტანდარტული მეთოდებით - სავალუტო ინტერვენციებით - სათანადოდ შეავსო რეზერვები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ჯერ კიდევ მაღალია გაურკვევლობა და შესამჩნევია დაღმავალი რისკები. მისია ხაზგასმით მიუთითებს, რომ რთული გარემო მოითხოვს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებას, განსაკუთრებით გაცვლითი კურსის მოქნილობას და ფისკალური და სავალუტო ბუფერების დაგროვებას, ასევე ინფლაციური მოლოდინების მართვას.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის პრესრელიზში აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადადგა ნაბიჯები ინფლაციის შესამცირებლად და ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად. მისია პირდაპირ მიუთითებს სავალუტო ბუფერების შევსების პრიორიტეტულობაზე, განსაკუთრებით საგარეო წყაროებიდან მოსალოდნელზე მაღალი შემოდინების პირობებში. სავალუტო მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეავსო რეზერვები, რისთვისაც ცენტრალური ბანკებისთვის სტანდარტული მეთოდები - სავალუტო ინტერვენციები გამოვიყენეთ. საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე ფლობა მნიშვნელოვანია, რადგანაც საგარეო მოწყვლადობას გვიმცირებს და ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობას ხელს უწყობს", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023