ეკონომიკა
03/11/2022

სოსო ფხაკაძე: იაპონიიდან ინვესტიციების მოსაზიდად ახალი შესაძლებლობები იქმნება

საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით იაპონური ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელი იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წელია. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით გაიმართა აღნიშნული ღონისძიება.

ფორუმი მიზნად ისახავდა იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და მასში მონაწილე ქვეყნების ბიზნეს წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარებას.

ღონისძიებს ესწრებოდნენ საქართველოს, იაპონიის და აზერბაიჯანის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

ფორუმის მსვლელობისას საუბარი შეეხო მდგრად ბიზნეს გარემოს და მის მნიშვნელობას, რეგიონის სავაჭრო პოტენციალსა და ენერგეტიკულ და კლიმატთან დაკავშირებულ გამოწვევებ.

ფორუმის მონაწილე მხარეებმა რეგიონში არსებული ბიზნეს გამოწვევები და შესაძლებლობები დეტალურად განიხილეს.

"იაპონია არის მესამე ეკონომიკა მსოფლიოში და რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია ამ ორ ქვეყანას შორის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ასევე ბიზნეს საქმიანობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება. ჩვენ მზად ვართ ახალი ბიზნეს კავშირებისა და თანამშრომლობისთვის, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გვყავს რამდენიმე იაპონური კომპანია და ვიმედოვნებთ, რომ ბიზნეს ასოციაციისა და იაპონიის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი შექმნის ახალ შესაძლებლობებს იაპონიიდან ინვესტიციების მოსაზიდად" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023