ეკონომიკა
03/02/2023

სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ში ცხოველთა დაავადებების საერთაშორისო კონფერენციასაც დაესწრო

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, სადაც მხარეებმა ვეტერინარული დაავადებების კვლევის ახალი მეთოდების საკითხები დიაგნოსტირების ჭრილში განიხილეს. საუბარი შეეხო ყველა იმ აქტუალურ და საყურადღებო თემას, რომელიც ცხოველთა ბაქტერიულ, ვირუსულ და ინფექციურ დაავადებებს უკავშირდება.

მინისტრის მოადგილე, საქართველოდან სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორ ირაკლი გულედანთან და ლაბორატორიის სპეციალისტები ერთად, ცხოველთა დაავადებების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენციასაც დაესწრო.

ღონისძიებაზე, რომელსაც  პარტნიორი ქვეყნებიდან 200 მეცნიერი და დარგის სპეციალისტი ესწრებოდა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოხსენებები წარმოადგინეს.

„მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს, გავეცნოთ ცხოველთა დაავადებებთან ბრძოლის, დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს, ამასთანავე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოვაჩინოთ საქართველოში მიმდინარე ლაბორატორიული დიაგნოსტიკის და სამეცნიერო-კვლევითი შედეგები და მიღწევები", - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს  აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA), თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023