ეკონომიკა
21/10/2022

"შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30%-ით, ყაზახეთიდან საქართველოში კი ტვირთნაკადი 6-ჯერ გაიზარდა"

ეკონომიკის მინისტრი შუა დერეფანში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე აცხადებს.

ლევან დავითაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრებაზე განაცხადა, რომ ამისთვის საჭიროა მაღალ დონეზე კოორდინაცია, რათა ჩვენი სატრანსპორტო გადაზიდვები იყოს კომფორტული, უფრო მიმზიდველი საერთაშორისო აქტორებისთვის, რათა ქვეყანამ მიიღოს დამატებითი შემოსავლები ამ მიმართულებიდან.

„შუა დერეფნის მნიშვნელობა განსაკუთრებით საყურადღებოა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ტვირთბრუნვამ დერეფანში განსაკუთრებით მოიმატა, საერთაშორისო გადამზიდავების მხრიდან კი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა. ეს ტვირთები მიმდინარე წელს შუა დერეფანში დაბრუნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრება საქართველოში უკვე მეორედ იმართება. მასში მონაწილეობენ საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები.

გაერთიანება, რომელიც ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების გაძლიერებას 2013 წლიდან უწყობს ხელს, აქტიურად მუშაობს დერეფანში სატვირთო გადაზიდვების გაზრდაზე.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი ღონისძიება „საქართველოს რკინიგზის“ 150 წლის იუბილეს დაემთხვა. მისი თქმით, საერთო კრებაზე შუა დერეფნის წევრი ქვეყნების სატრანსპორტო უწყებების, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ, რათა განიხილონ დერეფნის კონკურენტუნარიანობა და ის უპირატესობები, რომელიც შუა დერეფანს აქვს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023