ეკონომიკა
31/01/2023

შრომის ინსპექციამ საკონსულტაციო ცენტრი შექმნა

UNDP-ისა და საქართველოს პროგრესული ფორუმის ხელშეწყობით შრომის ინსპექციის საკონსულტაციო ცენტრი შეიქმნა, რომლის მიზანი საზოგადოების შრომითი უფლებების შესახებ ინფრმირება და ცნობიერების ამაღლებაა.

„ჩვენ UNDP-ისა და საქართველოს პროგრესული ფორუმის საშუალებით საკონსულტაციო ცენტრი და ცხელი ხაზი შევქმენით, რომლითაც ვუზრუნველვყოფთ მოქალაქეთა ინფორმირებას. გარდა ამისა,  ჩვენ  დაინტერესებული მხარის ინფორმირებისთვის ყოველკვირეულად გვაქვს დღეები, თუ როგორ უნდა ხდებოდეს შრომითი უფლებების დაცვა,"- განაცხადა შრომითი ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში,  ნიკ ბერესპორდი აცხადებს, რომ შრომითი ინსპექცია ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ქართული საზოგადოებისათვის და მათი უფლებების დასაცავად. მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც რომ ის საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას მნიშვნელოვნად  ხელს უწყობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია შრომის უფლებების დაცვა, რადგანაც ის ხელს უწყობს ინკლუზიური, თანასწორი ეკონომიკის განვითარებას, სოციალურ ინკლუზიას და იმას, რომ ეკონომიკა ყველასათვის მუშაობდეს," -აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში,  ნიკ ბერესფორდი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, გაეროს განვითარების პროგრამისა და პროგრესული ფორუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023