ეკონომიკა
30/03/2022

"შეუძლებელია, რომ ომმა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესება არ გამოიწვიოს"

ომი ძალიან დიდი გამოწვევაა, რაც ძალიან ართულებს გეოპოლიტიკურ ვითარებას და შეუძლებელია ამან არ გამოიწვიოს ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესება. – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.

კობა გვენეტაძის თქმით, რუსეთი და უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ ქვეყნებში გაუარესებული ეკონომიკური სიტუაცია პორდაპირი არხებიდ გადმოეცემა საქართველოს, კერძოდ, ეს იქნება ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები თუ ფულადი გზავნილები.

"როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, მოსალოდნელმა გავლენამ ბაზრის მონაწილეების მოლოდინები უარყოფითისკენ შეცვალა და ომის დასაწყისშივე დაიწყეს პოზიციების ცვლილება, რამაც გაცვლითი კურსის გაუფასურება გამოიწვია, თუმცა ლარი არ ყოფილა ერთადერთი, რომელიც გაუფასურდა, რაც სრულიდ ბუნებრივია. როდესაც მოხდა ინფორმაციის და მოლოდინების გადამუშავება ვალუტებმა, ლარის ჩათვლით, გამყარება დაიწყეს.

სამწუხაროდ, როდესაც ლარზე საუბრობენ, ყურადღებას ყოველთვის დროის მოკლე მონაკვეთზე ამახვილებენ, რაც შეცდომაა და კომპეტენტური ანალიზის პირობებში არ უნდა ხდებოდეს. შეფასება გრძელვადიან პერიოდს უნდა ეფუძნებოდეს. მინდა აღვნიშნო, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის უპირატესობა იმაშია, რომ მოლოდინის ცვლილება კურსში მყისიერად აისახება. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი შეეწინააღმდეგება ვალუტის გამყარება/გაუფასურებას, რომელიც მოაქვს ფუნდამენტურ ფაქტორებს ეს აბსოლუტურად არანაირ შედეგს მოიტანს, გარდა რეზერვების ფუჭად გამოყენებისა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაცვლით კურსს თავისუფალი მოძრაობის საშუალება ქონდეს.”-აღნიშნავს, კობა გვენეტაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023