ეკონომიკა
13/03/2023

სემეკის წევრი მაია მელიქიძე მომხმარებლის უფლებების დაცვის კვირეულის გახსნაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)  წევრი, მაია მელიქიძე მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ საუნივერსიტეტო მიღებაზე სიტყვით წარდგა.

სემეკის წევრმა ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების, მომხმარებელთა უფლებების შესახებ სტუდენტების ინფორმირების აუცილებლობაზე.

„როგორც სემეკის წევრი, კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი, მოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან სტუდენტები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების შესახებ. სემეკს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, დიდი ყურადღება ეთმობა კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულებას მომსახურე კომპანიების მიერ. სწორად ამ მიზნით, პერიოდულად ვახორციელებთ „მისტიური მომხმარებლის“ პროექტს, რომელიც ნათლად აჩვენებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ჩვენი მიზანია, რომ სემეკის მიერ განხორციელებული პროექტებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების საქმიანობით მეტი ახალგაზრდა, სტუდენტი დაინტერესდეს. ასეთივე ინტერესი აქვთ ჩვენს კოლეგა უწყებებს. სწორად აღნიშნული დაედო საფუძვლად დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც 6 უწყების მიერ ორგანიზებული მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში იმართება“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ სიტყვით გამოსვლისას.

13-17 მარტს სემეკის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები სექტორულად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებსა და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023