ეკონომიკა
21/12/2022

სებ: მიგრაციული ნაკადები ინფლაციის შენელებას აფერხებს

საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება და ეროვნული ბანკიც საქართველოში ინფლაციის შემცირებას ელის. ამავდროულად არსებობს გარკვეული რისკები, კიდევ ერთი ფაქტორი მიგრაციული ნაკადია, რაც ინფლაციის შენელებას აფერხებს. 

ცენტრალური ბანკის ანალიზს კიდევ ემატება ევროკავშირის დაწესებული სანქციები, რაცმაც ნავთობპროდუქტების ფასების შემცირება გამოიწვია. ამავდროულად, სწრაფი ტემპით მცირდება საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები და ეს იმპორტირებული პროდუქტების ღირებულებაზეც აისახება

"საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა და ნოემბერში 10.4 პროცენტი შეადგინა, მას შემცირების ტენდენცია აქვს. მოსალოდნელია, რომ, გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, აღნიშნული გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რამაც ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი", - განმარტებულია სებ-ის რელიზში.

ამავდროულად ეროვნული ბანკი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მაღალ გაურკვევლობაზე მიანიშნებს და ეს რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს.

"ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდითაა გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს და ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპის სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე მნიშვნელოვნად გადაჭარბების რისკებს ქმნის. საყურადღებოა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტიც. ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერია - რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. წინასწარი შეფასებით, ოქტომბრის ეკონომიკური ზრდა 8.3 პროცენტია, მიმდინარე წლის პირველი ათი თვის საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა კი 10.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე ეკონომიკური აქტივობის დონე მის პოტენციურ დონეს აღემატება, რაც, საგარეო შემოდინებების შედეგად ლარის გაცვლითი კურსის გამყარების მიუხედავად, ინფლაციის შენელებას აფერხებს", - განმარტავს სებ-ი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023