ეკონომიკა
26/10/2022

სებ: 2023 წელს 4%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2022 წელს 10%-მდე ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, 2023 წელს კი, 4%-იანი ზრდა. 

სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მაღალი ტემპით ზრდაა მოსალოდნელი 2024 წლიდან - 5%-5.5%-ის ფარგლებში. 

"2022 წლის ზრდის პროგნოზი დაფუძნებულია არსებულ ინფორმაციაზე და მოლოდინებზე. ტურიზმიდან და მიგრანტებიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა, ამის ფონზე მაღალია საგარეო მოთხოვნა, ამავე დროს შიდა მოთხოვნაც საკმაოდ ძლიერია. ზოგადად თუ შევხედავთ ვიზიტორების რაოდენობას, გაზრდილმა შემოდინებამ, განთავსებისა და კვების სექტორის მომსახურებაზე მოთხოვნა გაზარდა, ამანაც მთლიანობაში ერთობლივი მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წელს 10%-იანი ზრდა იქნება. მაგრამ, რასაც ვაკვირდებით, ეს არის პოტენციური ზრდა - ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით არის ხარჯვისკენ მიდრეკილება, თუმცა, ბიზნესისგან ამხელა მოთხოვნის დაკმაყოფილება უფრო ნაკლებია. ამ დროს, როგორც წესი, ბიზნესი გაზრდილ მოთხოვნას ფასების მატებით პასუხობს. ეკონომისტები სწორედ ამას ვუწოდებთ "გადახურებას". ამ რისკის თავიდან არიდებას მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება სჭირდება, რასაც ვინარჩუნებთ კიდევაც. 

გლობალური გამოწვევების ფონზე, ვფიქრობთ, რომ 2023 წელს დაახლოებით 4%-იანი ზრდა იქნება, ხოლო 2024 წლიდან დაწყებული უფრო მაღალი ტემპით ზრდაა მოსალოდნელი, დაახლოებით 5-5.5%-ის ფარგლებში. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სტრუქტურული რეფორმების წინსვლა, ეს თავისთავად დაეხმარება ეკონომიკას და შესაძლებელია, უფრო მაღალ მაჩვენებელზე გასვლა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023