ეკონომიკა
18/03/2021

"სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის ევროპულ პორტებთან საბორნე მიმოსვლა უნდა გავააქტიუროთ"

ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო, - ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, უნდა გაძლიერდეს სავაჭრო ურთიერთობები რისი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაა.

"ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე ეკონომიკური ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავ ზღვაზე ურთიერთობების თემას. პირველ რიგში, ეს არის საბორნე მიმოსვლა ჩვენსა და ევროპულ პორტებს შორის, კერძოდ, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის პორტებს შორის. აღინიშნა, რომ ვინაიდად, ევროკავშირი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ეს საჭიროებს უფრო აქტიურ და რეგულარულ საბორნე მიმოსვლას. სხვაგვარად ეს იქნება პრობლემა და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. აღგვითქვეს დახმარება იმაში, რომ უფრო რეგულარული რეისები ხორციელდებოდეს და უფრო მეტი მიმოსვლა იყოს პორტებს შორის, რაც გააძლიერებს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს",- განაცხადა თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023