ეკონომიკა
30/06/2022

სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი გაიზარდა

სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი გაიზარდა.
 
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,  2022 წლის მაისის თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10.6 ათასი ტონა, რაც 5.3 ათასი ტონით ანუ 100%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (5,3 ათასი ტონა) შედარებით და 0,5 ათასი ტონით ანუ 4,5%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (11,1 ათასი ტონა) შედარებით.

2022 წლის მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 10,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 99,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: ერაყი - 0,1 ათასი ტონა (0,9%).

2022 წლის მაისის თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 4,7 ათასი ტონა, რაც 1.4 ათასი ტონით ანუ 42,4%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (3,3 ათასი ტონა) შედარებით და 0,9 ათასი ტონით ანუ 23,7%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (3,8  ათასი ტონა) შედარებით.

2022 წლის მაისის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,8% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023