ეკონომიკა
02/08/2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი საერთაშორისო შეფასება მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, უმაღლესი საერთაშორისო შეფასება მიიღო. 

უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების  საქმიანობის (SAI-PMF) შეფასება ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) SIGMA-ს პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა.

 SAI-PMF-ის  ინდიკატორებით  სახელმწიფო აუდიტის  სამსახურის პროფესიული და ორგანიზაციული განვითარება (2018-2022 წწ) მაქსიმალური 4 ქულიდან 3.4 ქულით შეფასდა. 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, SAI-PMF-ის შეფასება და სხვა ევროპულ უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან შედარება ცხადყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მისი ინსტიტუციური განვითარება გაუთანაბრდა ევროკავშირის ქვეყნების დონეს.

SAI-PMF ერთადერთი დამოუკიდებელი, პროფესიული და ამასთანავე, კომპლექსური მექანიზმია, რომელიც აფასებს აუდიტის სამსახურების როგორც აუდიტორულ, ასევე არააუდიტორულ საქმიანობას, საკანონმდებლო ჩარჩოს, ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხს და მანდატს, შიდა მმართველობას და ეთიკას, ძირითად პარტნიორებთან კომუნიკაციას და ადამიანური რესურსების მართვას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023