ეკონომიკა
14/06/2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების უმაღლესი შეფასება მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების (SAI-PMF) უმაღლესი შეფასება მიიღო.
 
უწყების ინფორმაციით, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების ჩარჩოს (SAI-PMF) ინდიკატორებით სამსახურის პროფესიული და ორგანიზაციული განვითარება 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების ფარგლებში გაწეული საქმიანობით შეფასდა და მაქსიმალური 4 ქულიდან 3,4 ქულა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური განვითარება გაუტოლდა ევროკავშირის ქვეყნების დონეს.
 
SAI-PMF ერთადერთი დამოუკიდებელი, პროფესიული და ამასთანავე, კომპლექსური მექამიზმია, რომელიც აფასებს როგორც აუდიტორულ, ასევე არააუდიტორულ საქმიანობას, საკანონმდებლო ჩარჩოს, ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხსა და მანდატს, შიდა მმართველობასა და ეთიკას, ძირითად პარტნიორებთან კომუნიკაციასა და ადამიანური რესურსების მართვას.
 
"აუდიტის სამსახური SAI-PMF -ით პირველად 2017 წელს შეფასდა უცხოელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ. მიღებულმა საშუალო მაჩვენებელმა 2.2 ქულა (მაქსიმალური 4 ქულიდან) შეადგინა და ნათლად წარმოაჩინა იმ დროისათვის არსებული გამოწვევები. ამ შეფასების შედეგების საფუძველზე შემუშავდა სამსახურის 2018-2022 წლების სტრატეგია, რომლის მიზნებსა და ამოცანებში გაიწერა გასატარებელი რეფორმები და ღონისძიებები.
 
2018-2021 წლებში, აუდიტის სამსახური მიზანმიმართულად მუშაობდა SAI-PMF-ის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად და მიაღწია სტრატეგიით განსაზღვრულ ყველა მიზნობრივ ნიშნულს,"-აცხადებენ აუდიტის სამსახურში. 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023