ეკონომიკა
20/01/2021

საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია

2020 წელს, წინა წელთან შედარებით 14.8%-ით შემცირდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ექსპორტი 12%-ით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 15.9%-ით ნაკლები. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1% შეადგინა.

2020 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (459.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (401.2 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (310.4 მლნ. აშშ დოლარი)

ათეულში არიან ბულგარეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, შვეიცარია, ესპანეთი და აშშ.უმსხვილესი საექსპორტო საქონელია: სპილენძის მადანი, მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობები, ღვინო და სპირტიანი სასმელები.

საიმპორტო პარტნიორი ქვეყნებიდან პირველი თურქეთია(17.6%), შემდეგ რუსეთი(11.1%) და ჩინეთი(8.9%). ათეულში არიან აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, გერმანია, უკრაინა, იტალია და ბრაზილია.

2020 წელს, უმსხვილესი საიმპორტო საქონელი იყო მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები და სამკურნალო საშუალებები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები