ეკონომიკა
19/07/2022

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია. 

საქსტაის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7%შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 294.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (962.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (922.5 მლნ. აშშ დოლარი).

შემდეგ მოდის აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, გერმანია, რუმინეთი, უკრაინა და იტალია. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $8 477.4 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.4%–ით მეტია. 

ამასთან, ექსპორტი 35.6% გაიზარდა და $2 558.7 მლნ-ს შეადგენს, ხოლო იმპორტი 35.3%–ით და $5 918.6 მლნ შეადგინა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023