ეკონომიკა
09/06/2022

საქართველოს TOP 10 ინვესტორი კომპანია - პირველი კვარტლის შედეგები

პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში ინვესტიციები იზრდება. 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში 568 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი ჩაიდო, ეს 2017 წლის მესამე კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მოცულობა 4.3-ჯერ არის გაზრდილი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტორ კომპანიებს შორის დიდი ცვლილება და გამოკვეთილი ახალი მსხვილი ინვესტორი კომპანია არ გვხვდება.ერთადერთია აკვალია ჯორჯია, რომელიც წყლის სექტორში გამოჩნდა. ესპანურმა კომპანიამ Georgia Capital -ის ჯგუფში შემავალი GGU-ს წილი შეიძინა.

საქსტატიდან  "ბიზნესპარტნიორისთვის" მოწოდებული ინფორმაციით TOP 10 ინვესტორი კომპანიაა (მონაცემები არ არის დალაგებული რიგითობის მიხედვით.):

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
შპს მაგთიკომი
შპს თბილისი ენერჯი
სს ენერგო - პრო ჯორჯია
შპს ტავ ურბან საქართველო
სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
შპს აკვალია საქართველო
სს Hualing international special economic zone
სს ბიჯეო ჯგუფი
სს მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმი

ინვესტიციების ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით. ინვესტორ ქვეყნებს შორის კი პირველ ადგილზეა ესპანეთი 34.5%-იანი წილით, ამ ქვეყნიდან საქართველოში 196.1 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდოს ქართულ ეკონომიკაში, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 87.2 მლნ დოლარით (15.3%), მესამეზე კი თურქეთი - 67.1 მლნ-ით (11.8%).

ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ენერგოსექტორია. სწორედ ამ სექტორზე მოდის ინვესტიციების 41.6%, ანუ 236.4 მლნ დოლარი, მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი - 111.1 მლნ დოლარით (19.5%), მესამეზე კი უძრავი ქონების სექტორია 81.3 მლნ დოლარით (14.3%).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023