ეკონომიკა
08/09/2022

საქართველოს სსფ-ს მისია სტუმრობს

საქართველოს სსფ-ს მისია სტუმრობს. მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის წევრებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა, რომლებთანაც საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, 2022 წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. გაზრდილია ექსპორტი, ინვესტიციებისა და ტურიზმის მაჩვენებლები, რაც ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

საუბარი შეეხო ფონდთან მიმდინარე პროგრამითა და მთავრობის მიერ განსაზღვრულ, ისეთ რეფორმებს, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა და სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 14 სექტემბრამდე იმუშავებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023