ეკონომიკა
09/11/2022

"საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და განვითარების კუთხით"

„ევროპა ეძებს ალტერნატიურ ენერგომომარაგების წყაროებს, ალტერნატიულ მარშრუტებს ზოგადად ევროპის ეკონომიკისთვის, ალტერნატიულ დაკავშირებას აზიასთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან - ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორის როლი შეასრულოს, რასაც საქართველო დღეს ახერხებს და პოტენციალი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდია. ამაზე ვისაუბრეთ ევროკომისრებთან შეხვედრაზე, ასევე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დღეს აქტუალურია მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ევროპაში“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ევროკომისიაში.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ისეთივე საინტერესო უნდა იყოს, როგორც საქართველოსთვის არის ევროკავშირი მნიშვნელოვანი.

„ევროკომისრებთან ასევე ვისაუბრეთ იმ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან - ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმ

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023