ეკონომიკა
19/03/2021

საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა სტამბულში ,,შუა დერეფნის“ სამუშაო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა

16-17 მარტს, პანდემიის შემდეგ, სტამბულში, ,,ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TMTM) პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა 2020 წლის მუშაობის შედეგების ანგარიში წარადგინეს და 2021 წლის გეგმებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ხემლძღვანელი პირები დაესწრნენ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, 2020 წელს მარშრუტი სტაბილურად ვითარდებოდა და სატრანზიტო საკონტეინერო გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა.

ТМТМ-ის (Middle Corridor) სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა 2021 წლის გადასაზიდი ტვირთების მოცულობა განსაზღვრეს და კონკურენტუნარიან სატარიფო განაკვეთებზეც შეთანხმდნენ. გადაზიდვების გეგმის თანახმად, 2021 წელს ТМТМ-ის პრიორიტეტს სერვისების განვითარება და სატრანზიტო საკონტეინერო გზავნილების მოცულობის ზრდა წარმოადგენს. 

სხდომის მონაწილეებმა,  ТМТМ-ის მარშრუტის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაციისა და  ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების  გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვეტილება  მიიღეს შემუშავდეს  ТМТМ-ის 2025  წლამდე განვითარების სტრატეგია, რომელიც შუა დერეფნის (Middle Corridor) ყველა მონაწილის მხრიდან მკაფიო, თანმიმდევრულ და საპასუხისმგებლო ზომების მიღებას მოიცავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023