ეკონომიკა
18/06/2021

საქართველოს რკინიგზამ $500 მლნ-იანი მწვანე ევრობონდების განთავსებით $100 მლნ დაზოგა - თურნავა

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ მწვანე ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსება იმ ნდობის ცალსახა გამოხატულებაა, რასაც საერთაშორისო ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს მთავრობას, ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას, ჩვენ ეკონომიკას უცხადებენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მწვანე ევროობლიგაციები განათავსების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელვანი ფაქტია და აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ მწვანე ევრობონდები ლონდონის საფონო ბირჟაზე უპრეცედენტო პირობებით - 7-წლიანი ვადით, წლიურ 4.00%-ში, 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით განთავასა.

„საერთაშორისო ინვესტორები და საფინანსო ინსტიტუტები ნდობას უცხადებენ ჩვენს ეკონომიკას, რომლის სტაბილურობა ძალიან ოპტიმისტურადაა შეფასებული  და ამიტომაც იყო ასეთი მაღალი ნდობა ამ ფასიანი ქაღალდების მიმართ, 8-ჯერ გადააჭარბა ინტერესმა თითოეულ შეთავაზებასთან შედარებით. მართლაც, ეს არის საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის, საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების დიდი აღიარება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, იგივე ბონდების განთავსება 2012 წელს 8%-ად მოხდა, ამჯერად კი „საქართველოს რკინიგზამ“  ორჯერ უფრო იაფად, ორჯერ უფრო ხელმისაწვდომად მოახერხა ძველი ვალის რეფინანსირება, რითიც დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაზოგა.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავალში ამ ინდიკატორით ისარგებლებენ სხვა კერძო კომპანიები, ვინც „საქართველოს რკინიგზის“ ფასიანი ქაღალდებით საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ივაჭრებენ და მოიზიდავენ დაფინანსებას ხელმისაწვდომი პირობებით.  ყოველივე ეს მიემართება ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც სწრაფად უნდა აღდგეს კოვიდის შემდეგ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის რეგიონში ეს პირველი პრეცენდენტია, როდესაც სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოუშვა 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია.

ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი. საქართველოს რკინიგზის არსებული გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მოხდა ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვა, როგორებიც არიან ADB (აზიის განვითარების ბანკი) და EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), რომლებმაც ახალ ემისიაში ინვესტორების როლი შეასრულეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023