ეკონომიკა
30/06/2022

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $22 მლრდ-ს აღემატება

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 31 მარტის მონაცემებით, 22 მლრდ დოლარს (68.4 მლრდ ლარი) აღემატება, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 110.8%-ია. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 6.1 მლნ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 384.6 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 207 მლნ დოლარით, 144.1 მლნ დოლარით და 27.4 მლნ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.4 მლრდ დოლარი (32.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 52.1%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.8 მლრდ დოლარი (24 მლრდ ლარი; მშპ-ს 38.9%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 942.6 მლნ დოლარი (2.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 438.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2%) და 1.2 მლრდ დოლარი (3.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.3%).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5 მლრდ დოლარი (15.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 25%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ დოლარი (15.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8%) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.5 მლრდ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3%). მთლიანი საგარეო ვალის 90.9% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 13.3 მლრდ აშშ დოლარი (41.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 67.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 31.7 პროცენტია.

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 11.6 მლნ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 130.6 ათასი დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 11.7 მლნ დოლარით შემცირდა. 2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 942.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 477.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023