ეკონომიკა
20/10/2023

საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და ხორვატიის კონკურენციის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ხორვატიის კონკურენციის სააგენტოს პრეზიდენტმა, მირტა კაპურალიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს - კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სექტორში, ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. მათ შორის, ორმხრივ დონეზე, საკონსულტაციო და ექსპერტულ-მეთოდოლოგიური საქმიანობის ხელშეწყობას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია ქ. ბარსელონაში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023