ეკონომიკა
22/12/2022

საქართველოს IMF-მა $40 მლნ დაუმტკიცა - მთავრობა თანხის სესხებას არ აპირებს

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა Stand-By Arrangement პროგრამის ფარგლებში 40 მლნ დოლარი დაუმტკიცა - ფონდის დირექტორთა საბჭომ პირველი მიმოხილვა დაასრულა.

როგორც ფონდის განაცხადშია ნათქვამი, ქვეყნის ხელისუფლება პროგრამას კვლავ პრევენციულ დატვირთვას ანიჭებს (და თანხის სესხებას ამ ეტაპზე არ გეგმავს).

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს $280 მლნ-იანი სამწლიანი პროგრამა Stand-By Arrangement (SBA) სექტემბერში დაამტკიცა. პროგრამა მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკის პოლიტიკას სამი წლის განმავლობაში. მთავრობამ მაშინვე განმარტა, რომ პროგრამით გამოყოფილი თანხის დაუყოვნებლივ გამოყენებას არ აპირებს.

სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკის პროგრამა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, მდგრადობის ზრდას და საშუალოვადიანი ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, კოვიდ-19 პანდემიიდან გამოსვლისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენის ფონზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023