ეკონომიკა
21/02/2023

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ში მონაწილეობს

22-24 თებერვალს მაროკოს ქალაქ ტანჟერში  ყოველწლიური საერთაშორისო  საავიაციო ფორუმი CONNECT 2023 გაიმართება. რიგით მე-19 ფორუმში 60 ქვეყნიდან 75 ავიაკომპანიისა და 280 აეროპორტის 600  დელეგატი იღებს მონაწილეობას. საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას კომპანიის დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს.

სამდღიანი ფორუმის ფარგლებში, რომელზეც აეროპორტების გაერთიანება USAID - ის მხარდაჭერით წარსდგება, წარმოდგენილი იქნება სტენდი, საქართველოს შესახებ სხვადასხვა საპრომოციო და ვიდეო მასალებით. 3 დღის განმავლობაში აეროპორტების გაერთიანებას 20 ზე მეტი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყოველწლიურად უწყვეტად მონაწილეობს საავიაციო ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და ტურ-ოპერატორებთან თანამშრომლობას. ფორუმების ფარგლებში იმართება არაერთი შეხვედრა საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რომ დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდითა და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით. წლევანდელ ღონისძიებაზე გვაქვს სიახლე - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე უფრო მასშტაბურად წარდგა - ერთობლივი სტენდით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო საავიაციო ფორუმზე საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად იქნება წარმოდგენილი და მოხარულები ვართ, რომ ეს ორგანიზაცია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაა, რომელთანაც აეროპორტების გაერთიანება მრავალია წელია თანამშრომლობს და მისი ჩართულობით არაერთი პროექტი განუხორციელებია-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

ფორუმის პირველ დღეს შეხვედრები Easy jet-თან, Eurowings-თან, AIR Serbia-თან, Vueling-თან და თურქულ-გერმანულ ავიაკომპანია Sunexpress-თან გამართავს, რომელიც ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023