ეკონომიკა
22/06/2021

"საქართველომ მდგრადი განვითარების ანგარიშით 12 მიზნიდან 10 მიმართულებით მაჩვენებელი გააუმჯობესა"

კემბრიჯის უნივერსიტეტმა მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით შეფასებულია 165 ქვეყანა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მდგომარეობა ორი ადგილით გაიუმჯობესა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს პროცესი ბოლო წლების განმავლობაში არის პოზიტიური და შეუქცევადი. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი, რომელიც 100%-იან შკალაზე 72.2 %-ს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მართლმსაჯულების რეიტინგში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

„საერთო ჯამში საქართველომ გააუმჯობესა მაჩვენებელი მდგრადი განვითარების 12 მიზნიდან 10 მიმართულებით. აღსანიშნავია მკვეთრი გაუმჯობესება „ხარისხიანი განათლების" და „ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის" მიმართულებით. მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ასევე მდგრადი განვითარების ისეთ მიზნებში, როგორიცაა „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა", „გენდერული თანასწორობა", „სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები" და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი განვითარების 38 ინდიკატორში საქართველომ უკვე შეასრულა მდგრადი განვითარების მიზნები," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისი თქმით, საქართველოს წარმატება განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში მიმდინარე შეუქცევადი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები სწორედ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება. მიღწევის მიმართულებით მიმდინარეობს.

„მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების მიმდინარეობა აღიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და მსოფლიო სარეიტინგო სააგენტოების მიერ. კემბრიჯის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს დაწინაურებაც ამის ნათელი მაგალითია," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023