ეკონომიკა
04/08/2022

საქართველომ იანვარ-ივნისში საგარეო ვალის მომსახურებაზე ₾0.586 მლრდ გაიღო

ბიუჯეტს საგარეო ვალის მომსახურება 2022 წლის პირველ ნახევარში 586,513 მლნ ლარი დაუჯდა. აქედან 476,257 მლნ ლარით ძირითადი თანხა დაიფარა, 110,256 მლნ ლარი კი პროცენტის თანხა.

სულ საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28,524 მლრდ ლარით (საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმების შესაბამისი პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ჩათვლით) განისაზღვრება, აქედან 78% საგარეო ვალზე მოდის, 22% კი შიდაზე. 

საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი პარტნიორებისგან, როგორც ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაშია ნატქვამი ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

მთავრობის საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია, შედგება გრძელვადიანი სესხებისგან - საშუალო შეწონილი საკონტრაქტო ვადიანობა 20.5 წელია, საშუალო ვადიანობა დაფარვამდე დაახლოებით 8.1  წელია, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი კი 1.21%-ს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023