ეკონომიკა
14/03/2023

"საჯარო შესყიდვების ახალი კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირთან სისტემურად დააახლოებს"

საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტი ქვეყანას სისტემურად ევროკავშირთან  დააახლოებს. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ლაცაბიძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ამ  რეფორმის ძირითადი ქვაკუთხედი საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტია, რომელიც  მიღებულია. ახლა  კი კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე მუშაობა მიმდინარეობს.

ლაცაბიძის ინფორმაციით, მესამე ფაზაში სისტემური მოწესრიგება მოხდება, ასევე დასრულდება მეთოდური მითითებები და რეკომენდაციების მომზადება.  

„ქართული ბიზნესისთვის ევროკავშირის ბაზარზე არსებული საჯარო შესყიდვების ტრილიონიანი ბაზარი სრულად გაიხსნება“-აცხადებს გიორგი ლაცაბიძე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თქმით, სიახლეა ასევე "შავ სიაში" რეგისტრირებული ე.წ თვითგანწმენდის მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ "შავ სიაში" დარეგისტრირების პერიოდში პირს შეუძლია წინასწარ დაგეგმილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შედეგად, ეს იქნება მიყენებული ზარალის აღმოფხვრა თუ შედეგის გამოსწორება, რომელიც მისმა ქმედებამ დააყენა, სრულყოფილად კრიტერიუმების დაკმაყოფილების შედეგად დროზე ადრე ამოვიდეს "შავი სიიდან".

ცნობისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, 2022 წლის 8 ივნისს, საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.

ახალი კანონი ძალაში 2025 წლის იანვრის თვიდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროდირექტივებით დადგენილი რეგულაციების იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023