ეკონომიკა
24/02/2023

Royal Jordanian-ი საქართველოს ბაზრით ინტერესდება

მაროკოს ქალაქ ტანჟერში საავიაციო ფორუმ CONNECT 2023 დასასრულს უახლოვდება. ფორუმის მესამე დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შეხვედრა გამართა იორდანიის სამეფო ავიახაზებთან (Royal Jordanian). იორდანიიდან საქართველოში აქამდე, ჩარტერული ფრენები სრულდებოდა. შეხვედრაზე ავიაკომპანიამ ინტერესი გამოხატა რეგულარული პირდაპირი რეისების დაწყებით.

,,ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. იორდანიაში საქართველოს მეტი ცნობადობის გაზრდის შემთხვევაში, მგზავრთნაკადი და ტურისტული ნაკადები ამ ქვეყნიდან გაცილებით მეტი იქნება. ამ ეტაპზე, მათი რიცხვი 20 ათას აღწევს, რაც არ არის ცოტა მაჩვენებელი იორდანიისთვის. ტურისტული კამპანიების გააქტიურების შემდეგ, ველოდებით ტურისტული ნაკადების ზრდას,-‘’ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამდღიანი საავიაციო ფორუმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შეხვედრები ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან 25 მდე შეხვედრა გამართა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023