ეკონომიკა
28/04/2022

"როცა ერთ ნავსადგურში 2 სანავსადგურე სუბიექტია, სახელმწიფომ თანაბარი პირობები უნდა შექმნას"

თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოში ნავსადგურების ღიაობაზე, საჯარო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რომელიც ასევე ექსკლუზიურად უზრუნველყოფს საზღვაო უსაფრთხოებასა და უშიშროებას. 

"საქართველოში ნავსადგურების ღიაობაზე, საჯარო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რომელიც ასევე ექსკლუზიურად უზრუნველყოფს საზღვაო უსაფრთხოებასა და უშიშროებას. შესაბამისად, როდესაც ერთ ნავსადგურში ჩნდება 2 სანავსადგურე სუბიექტი, სახელმწიფო ვალდებულია, რომ თანაბარი პირობები შექმნას. საზღვაო კოდექსში კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტია. ამ ინიციატივის არსი ისაა, რომ ნავსადგურში ოპერირებად კომპანიებს მიეცეთ საშუალება, უზრუნველყონ შეთანხმებულად და დისკრიმინაციის გარეშე აწარმოონ საქმიანობა (ან ერთობლივად და სამართლიანობის პრინციპების დაცვით აწარმოონ საქმიანობა) უსაფრთხოების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში კი, თუკი საფრთხის ქვეშ დადგება ნავსადგურის ღიაობა, სახელმწიფო შედის თავისი რეგულირებით,“ - განაცხადა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

მისი ინფორმაციით, საზღვაო ქვეყნების დიდი ნაწილში აღნიშნული ფუნქციის განმახორციელებელი სწორედ სახელმწიფოა და საჯარო ინფრასტრუქტურასა და ღიაობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები.

„ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ფოთის ნავსადგური დაახლოებით ერთი თვით დახურული იყო მოსილვის გამო. ამდენად, აუცილებელია საპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტური მართვა ნავსადგურების ღიაობის უზრუნველყოფისთვის. ამდენად, სახელმწიფო, კანონპროექტით ქმნის აღნიშნული პროცესის რეგულირების მექანიზმებს საკანონმდებლო დონეზე,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023