ეკონომიკა
31/01/2023

რომეო მიქაუტაძე: "ენერგეტიკული უსაფრთხოება ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა“

„ენერგეტიკული უსაფრთხოება ეკონომიკური ზრდისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და მისი მიღწევისთვის აუცილებელია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია, ენერგოეფექტურობის ამაღლება, განახლებად ენერგიაში ინვესტირება და ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიების განვითარება“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.

ღონისძიება, რომელიც რომეო მიქაუტაძემ, USAID/საქართველოს  მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მეისონმა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გახსნეს, USAID-ის ორგანიზებით ჩატარდა.

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - სექტორში მიმდინარე რეფორმები მიზნად ისახავს მისი ეფექტურობის, კონკურენტუნარიანობისა და მიწოდების უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვის გზით“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირთან დაახლოებისა და სახელმწიფოს ენერგეტიკის დარგის განვითარების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ,  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონის საფუძველზე, 10 წლიანი პერიოდისათვის შეიმუშავა სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, ენერგეტიკული საქმიანობის განვითარების პრინციპებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მიქაუტაძის ინფორმაციით, მსგავსი მნიშვნელობის დოკუმენტები სახელმწიფოს აქამდე არ შეუმუშავებია და მათ ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციები უდევთ საფუძვლად.

„გრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ენერგეტიკული საქმიანობების - გადაცემისა და განაწილების განცალკევება წარმოების, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან. ასევე აღსანიშნია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც მწვანე ენერგეტიკის შემდგომი განვითარებისა და ამ სფეროში ინვესტირებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი გარემოს შექმნის შესაძლებლობებს მოგვცემს“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის  ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებისა და ენერგოეფექტურობის განვითარების მნიშვნელობას. მისი თქმით,  ქვეყანას  გააჩნია წყლის, ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული ენერგიის მნიშვნელოვანი რესურსები, რომელთა ათვისებაც  დადებითად აისახება  გენერაციის დაბალანსებისა და იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023