ეკონომიკა
01/03/2023

რომელი სპეციალობები იყო 2022 წელს პროფესიულ სასწავლებლებში ყველაზე მოთხოვნადი

2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 94 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 42 საჯარო, ხოლო 52 კერძო, - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 103 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 46.6 პროცენტი ქალია, ხოლო 53.4 პროცენტი - კაცი. 2021 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 25.9 პროცენტით.

2022 წელს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებში ყველაზე მოთხოვნადი ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (23.3%)  პროგრამები იყო. შემდეგ მოდის მომსახურებების (20.4%), ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის (15.4%), ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (12,9%),ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (12.7%) პროგრამები. 

რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს ქ. თბილისი (36.7%), რომელსაც მოსდევს აჭარა (19.9%), იმერეთი (10.0%), სამერელო-ზემო სვანეთი (9.4%), კახეთი (6.1%) და ქვემო ქართლი (6.0%).

2022 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 263 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 38.8 პროცენტი ქალია, ხოლო 61.2 პროცენტი კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ქ.თბილისში (47.5%), მეორე ადგილზე კი იმერეთია (9.9%).

2022 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 7 605 სტუდენტი შეადგინა, რომელთაგან 48.8 პროცენტი ქალია, ხოლო 51.2 პროცენტი კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (24.2%), მომსახურებების (20.4%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.8%), ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის (13.3%) პროგრამებზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023