ეკონომიკა
19/03/2021

რომელ ქვეყნებში ირჩევენ ქართულ პროდუქციას - სად, რას ვყიდით

წმინდა ექსპორტი ისევ მინუსებშია. 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე მხოლოდ 494.7 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 6.8%-ით ნაკლებია ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე მთლიანი ექსპორტის 74.6%-ია. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9%-ით არის გაზრდილი და 369 მლნ დოლარია.

უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი რუსეთია (64.9 მლნ დოლარი), მას მოსდევს ჩინეთი (50.9 მლნ დოლარი) და თურქეთი (43.6 მლნ დოლარი).

ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 94.5 მლნ დოლარით, სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.6%-ია. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 52.1 მლნ დოლარით (14.1%), მესამე პოზიციაზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 25.9 მლნ დოლარით (7%).

2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023