ეკონომიკა
26/10/2023

რობერტა კასალი: საქართველოს ზრდის დიდებული პოტენციალი აქვს

"ვფიქრობ ძალიან დაკავებული და პროდუქტიული დღე იქნება. აზიის განვითარების ბანკი (ADB) მოხარულია, რომ ამ ფორუმის და საქართველოს მთავრობის პარტნიორია,"-ამის შესახებ  ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა რობერტა კასალიმ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, ორგანიზაცია აღნიშნულ  ფორუმს  მხარს უჭერს და დასაწყისიდან პარტნიორობს. 

"როგორც აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და მაქვს დისკუსიებში მონაწილეობის საშუალება. ეს ღონისძიება უმნიშვნელოვანესია, რადგან ის აძლიერებს თანამშრომლობას, და ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ შეუძლია ამ შესანიშნავ ქვეყანას კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად გაუმჯობესება, მის მიღმა თანამშრომლობის და გლობალური ვაჭრობის გაძლიერება.

ეს ფორუმი კარგი საშუალებაა დისკუსიებისა და კონტაქტების დამყარებისთვის. საქართველოს ზრდის დიდებული პოტენციალი აქვს და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად, მას აქვს ძალიან ხელსაყრელი გეოპოლიტიკური პოზიცია. ის, კარგი პარტნიორია სხვა ქვეყნებთან ერთად,"-აღნიშნა რობერტა კასალიმ. 

შეგახსენებთ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" დღეს გაიხსნა. ღონისძიების გახსნის ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება და მასში წელს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება რობერტა კასალის, ის  აზიის განვითარების ბანკის (ADB)  ფინანსური და რისკების მართვის ვიცე-პრეზიდენტია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023