ეკონომიკა
18/08/2023

რკინიგზით გადატანილი ტვირთების მოცულობა შემცირებულია

2023 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.5 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული მოცულობის 10.7 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 31.2 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.1 პროცენტი - ტრანზიტზე.

2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 29.2 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 70.8 პროცენტი - ქვეყანაში შემოტანლ ტვირთზე.

II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.2 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 26.7 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი, 3.3 პროცენტისათვის - თურქმენეთი, 2.6 პროცენტისათვის - რუმინეთი, 2.3  პროცენტისათვის - თურქეთი, 1.0 პროცენტისათვის - ჩინეთი, 1.0 პროცენტისათვის - ბელარუსი, 0.5 პროცენტისათვის - ყაზახეთი.

ამავე პერიოდში, რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 20.0 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 11.5 პროცენტისათვის - სომხეთი, 8.5 პროცენტისათვის - რუსეთის ფედერაცია, ხოლო 4.3 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი.

ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.3 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 7.7 პროცენტისათვის - ნიდერლანდები, 6.0 პროცენტისათვის - იტალია, 6.0 პროცენტისათვის - ჩინეთი.

ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 8.9  პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენს, 3.5 პროცენტისათვის - ჩინეთი, 2.1 პროცენტისათვის - თურქეთი, ხოლო 1.7 პროცენტისათვის - ამერიკის შეერთებული შტატები.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 29.6 პროცენტი მოდის ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 23.6 პროცენტი - ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 14.1 პროცენტი - საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 57.2 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 15.9 პროცენტი - სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე, ხოლო 12.2 პროცენტი - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (42.8 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (24.9 პროცენტი) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (9.1 პროცენტი), ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (54.4 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (22.8 პროცენტი), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (8.7 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის პროდუქტები (5.7 პროცენტი).

2023 წლის II კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 70.0 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის, კერძოდ, ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (32.4 პროცენტი), ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (19.0 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (18.6 პროცენტი).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023