ეკონომიკა
21/10/2022

რკინიგზების ხელმძღვანელებმა თბილისში შუა დერეფნის საერთო კრება გახსნეს

საქართველოს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. 

შუა დერეფანი, რომელიც ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების გაძლიერებას 2013 წლიდან უწყობს ხელს, აქტიურად მუშაობს დერეფანში სატვირთო გადაზიდვების გაზრდაზე.

ყოველწლიურ საერთო კრებაზე შუა დერეფნის მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, საზღვაო და საპორტო გადამზიდავები  ტრანსკასპიური

საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდაზე, ახალი ტვირთების მოზიდვაზე, გამჭოლ ტარიფებსა და სერვისების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საერთო კრება საქართველოში უკვე მეორედ იმართება.  სამუშაო ვიზიტით თბილისში ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები ჩამოვიდნენ. საერთო კრებაზე სიტყვით საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, გამოვიდა. დავით ფერაძემ შუა დერეფნის როლზე ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი კომპანიის განვითარებისათვის.

,,აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბის შეხვედრა საქართველოს რკინიგზის იუბილეს დაემთხვა. საერთო კრებაზე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობასა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე,  მარშრუტზე მოთხოვნა  საკმაოდ დიდია. ჩვენი მიზანია  დერეფანში რაც შეიძლება მეტი ტვირთი გავატაროთ და საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები გავზარდოთ," - განაცხადა დავით ფერაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023