ეკონომიკა
27/02/2023

"რიკოთის ზოგიერთ მონაკვეთზე კონტრაქტორების მხრიდან მუშაობის მომატება აუცილებელია"

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის გეგმის შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მინისტრმა ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"არის მონაკვეთები, სადაც მოსამატებელია სამუშაოების ტემპი კონტრაქტორების მხრიდან და რაზეც ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს.

ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ძალისხმევის პირობებში, როდესაც კონტრაქტორები გაითვალისწინებენ როგორც საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ეს სრულიად შესაძლებელი იქნება.

ამ დროისთვის დაწინაურებულია მეორე და მესამე - ხევი-უბისა და უბისა-შორაპანის მონაკვეთები, თუმცა, ზოგიერთ მონაკვეთზე კონტრაქტორების მხრიდან მუშაობის მომატება აუცილებელია “- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

შეგახსენებთ,რიკოთის პროექტზე საუბარი  რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის და მის მოადგილეებთან  გამართულ სამუშაო თათბირზეც იყო. 

მაშინ ითქვა, რომ 2023 წელს ასევე აქტიურად გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარება, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს მაგისტრალის 108 კმ-ზე. მათ შორის, გამორჩეულია რიკოთის საუკუნის პროექტი, რომლის მთლიანი პროგრესი, საშუალოდ 73%-ია. ამჟამად რიკოთის 51 გვირაბიდან გაჭრილია 41 გვირაბი, 97 ხიდიდან აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება  2023 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023